დომიქსის ისტორია 2021 წლიდან იწყება, სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ჩვენმა გუნდმა, შეექმნა უნიკალური საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მეტი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ ბინა – პრემიუმ აპარტამენტები, რომლებიც ოპტიმალური დაგეგმარებით, საუკეთესო ხედებითა და ლოკაციით ქმნის სახლისა და აგარაკის გაერთიანებულ კომფორტს. დომიქსის ექსკლუზიურ საცხოვრებელში სულ 6 ბინაა, რაც მშვიდ, პატარა სამეზობლოს და ოჯახურ გარემოს განაპირობებს.
დომიქსის ლისის პროექტი ცაცხვების ქუჩაზე, დაბალი განაშენიანების საცხოვრებელ უბანში მდებარეობს, ლისის ტბასთან და სარეკრეაციო ზონასთან სიახლოვე ეკოლოგიურად სუფთა გარემოს წინაპირობაა. დომიქსის პრემიალური საცხოვრებლიდან სულ რაღაც 5 წუთია საჭირო როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე ბუნების შუაგულში მოსახვედრად
დომიქსის პრემიუმ საცხოვრებელში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს: იზოლირებული (დათბუნებული) ფასადები და გადახურვა, ალუმინის სლაიდ სისტემები, ლამექსის მინის აივნები, ენერგოეფექტური ბლოკი, EU სტანდარტის ლიფტი, ყველა საჭირო უსაფრთხოების სისტემა.
Compare listings
ComparePlease enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.